სტატიები აკადემიური მაცნეს სპეციალური გამოცემისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტატიები აკადემიური მაცნეს სპეციალური გამოცემისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს სტატიების მიღებას სამეცნიერო ჟურნალის - „აკადემიური მაცნე“ 2017 წლის სპეციალური გამოცემისათვის - საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები.

 

სპეციალური გამოცემა ეძღვნება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით დაგეგმილი ცვლილებების განხილვას.

 

სტატიის წარმოდგენა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

 

სპეციალურ გამოცემაში დაიბეჭდება მხოლოდ სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს მიერ შერჩეული საუკეთესო სტატიები.

 

სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადა: 25.06.2017.

 

სტატიის მოცულობა: 7-15 გვერდი.

 

სტატიის სავალდებულო ელემენტები: ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ, რეზიუმე/ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე), საძიებო სიტყვები, ძირითადი ტექსტი, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.

 

 

სტატიის ტექნიკური მოთხოვნები:

  1. სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურად, არა ნაკლებ 600 სიტყვისა - არა უმეტეს ერთი გვერდისა.
  2. ფურცლის ფორმატი - A4, შრიფტი - “Sylfaen”, ზომა - 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან) - 2 სმ.
  3. გვერდის მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი, უნივერსიტეტი.
  4. ბიბლიოგრაფია წარმოდგენილ უნდა იქნას ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით. ჯერ გამოცემები ქართულ ენაზე, ხოლო შემდეგ - უცხოურ ენებზე. უსხაში უნდა მიეთითოს:

 

წიგნის ან მონოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში:

  • ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები
  • გამოცემის წელი
  • სახელწოდება (დახრილი შრიფტი)
  • გამოცემის ადგილი
  • გამომცემლობა

მაგ.: შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორია. თბილისი. განათლება.

 

პერიოდული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში:

  • ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები
  • წელი
  • ნაშრომის სახელწოდება
  • სამეცნიერო ჟურნალის სახელწოდება (დახრილი შრიფტი)
  • ტომის ნომერი
  • გამოცემის ნომერი
  • გვერდები, რომელზეც განთავსებულია ნაშრომი

მაგ.: შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. კავკასია, 15 (21), 12-15.

შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. კავკასია, იანვარი, 12-15.

 

ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში:

  • მასალის ავტორი
  • ვებ-გვერდის ავტორი
  • მასალის დასახელება ლინკის მინიშნებით
  • ვებ-გვერდის მისამართი
  • მასალის მოძიების თარიღი

მაგ.: ბრაუნი ტ. ბრიტანეთის სამართლის საფუძვლები. ზოგადი განათლება. www

 (15.02.2005).

 

ელექტრონული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში:

  • სტატიის ავტორი (გვარი, ინიციალები)
  • წელი
  • სტატიის დასახელება
  • ელექტრონული გამოცემის დასახელება (დახრილი შრიფტი)
  • გამოცემის ნომერი
  • თავი, პარაგრაფი (იწერება ფრჩხილებში)
  • ვებ-გვერდის მისამართი
  • მასალის მოძიების თარიღი

მაგ.: კოილი მ. 2003. თავისუფლების აქტის . . . . ევროპის ფორუმი 3 (5). www . . .

 (15.06.2003).

 

სახელისუფლებო დოკუმენტების გამოყენების შემთხვევაში:

  • ქვეყნის დასახელება
  • უწყების დასახელება, რომელსაც ეკუთვნის დოკუმენტი
  • წელი იმ გამოცემისა, სადაც მოძიებულ იქნა მითითებული დოკუმენტი
  • დოკუმენტის სახე (ბრძანება, კანონი...)
  • დოკუმენტის დასახელება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრისა და წლის მინიშნებით
  • ადგილი იმ გამოცემისა, რომელშიც მოძიებულია მითითებული დოკუმენტი
  • გამოცემის დასახელება, რომელშიც მოძიებული იქნა მითითებული დოკუმენტი

მაგ.: საქართველო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2005. მინისტრის ბრძანება: ... ცვლილებების შესახებ . . . (639, 5.09.2005). თბილისი: საკანონმდებლო მაცნე #115.

  1. ტექსტში, გამოყენებული ლიტერატურა, უნდა მიენიშნოს შემდეგნაირად: ციტატის ბოლოს იხსნება ფრჩხილი, სადაც იწერება დასახელებული ლიტერატურის რიგითი ნომერი თანდართული ნუსხის მიხედვით და გამოიყოფა მძიმით. შემდეგ კი მიეთითება გვერდები, საიდანაც აღებულია ციტატა ან თეზისი. მაგ.: (15, 150-161).

სტატია არაუგვიანეს 2017 წლის ივნისისა წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე: portal@gruni.edu.ge

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge