იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2017 წლის 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით, მიმართოს დასაქმების ცენტრს (ოფისი # 1) და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტია ან სწავლობს სამაგისტრო, ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისი GPA განისაზღვრება არანაკლებ 3.0 ქულით, ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებები, საშუალოდ, არ არის B დონეზე ნაკლები (81-90%).

 

ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მათაც, ვინც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ორი წლის ფარგლებში.

 

სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 24 აპრილს.