კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის  აკადემიურ თანამდებობაზე, მედიცინის; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლებში და საუნივერსიტეტო მოდულის, საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის 

 

კონკურსი გამოცხადდეს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

 

1.1. მედიცინის სკოლა (ინგლისურენოვანი პროგრამა)

 

პრევენციული მედიცინა, ჰიგიენა (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული 

 

ზიოლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული 

 

პატფიზიოლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ასოცირებული - ერთი საშტატო ერთეული

 

პათანატომია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული 

 

დერმატოვენეროლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული

 

პროფესიული დაავადებები (ინგლისურენოვანი პროგრამა)

პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

კლინიკური ტოქსიკოლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

რევმატოლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ნეფროლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

თვალის სნეულებანი (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ჰემატოლოგია (ინგლისურენოვანი პროგრამა)

პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

1.2. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

ინგლისური ენა

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

1.3 სამოქალაქო საზოგადოების განვითარება (საუნივერსიტეტო მოდული)

ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ქართულენოვანი პროგრამა) 

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეული იქნას დოქტორანტი არანაკლებ 4 წლის ვადით. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად, რანჟირებული სახელფასო განაკვეთის ფარგლებში.

  • აკადემიური თანამდებობის დასაკავბელად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები:
  • აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეტენდენტის პედაგოგიურ და მეცნიერულ საქმიანობაში უნდა ვლინდებოდეს:
  • დინამიზმი, ეფექტურობა, მასშტაბურობა;
  • აქტიური მოქალაქეოებრივი პოზიცია;
  • ლიდერობა, კომუნიკაბელურობა, პასუხიისმგებლობა, ნოვატორობა, არაკონფლიქტურობა, ობიექტურობა
  • კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი მონაცემების მიხედვით:
  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი ;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • თემის ხელმძღვანელობა/ ოპონენტობა;
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
  • პროფესიული განვითარება;
  • კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
  • საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
  • ინგლისური ენის ცოდნის ხარისხი (ინგლისურენოვანი კურსებისათვის) , რომელიც უზრუნველყოფს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვას.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან /და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის შესაბამისი კომპეტენცია.

 

  • პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია); შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;

 

  • ორი ფოტოსურათი;
  • განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
  • სალექციო კურსების ჩამონათვალი - სილაბუსებით;

თ) სამეცნიერო შრომების ნუსხა (გამოცემის თარიღისა და გამომცემლობის მითითებით), განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;

ი) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

კ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ლ) ინგლისური ენის ცოდნის და ინგლისურ ენაზე შესაბამისი სალექციო კურსის წაკითხვის შესაძლებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან სხვა სახის დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისათვის)

 

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 21 თებერვლიდან 25 თებერვლამდე

შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 27 თებერვალს

 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე შაბათ კვირის გარდა 11 საათიდან 18 საათამდე.

 

თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი , მე-13 კილომეტრი; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118;

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადებისა და ავტობიოგრაფიის (CV)ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე info@gruni.edu.ge ; www.gruni.edu.ge