სოსო ფხაკაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სოსო ფხაკაძე

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი
ვისოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე


ექსპერტიზის სფერო

  • ორგანიზაციის სტრატეგიული მენეჯმენტი აღმასრულებელ დონეზე
  • ფინანსური და კაპიტალის ბაზრები
  • საფინანსო პოლიტიკა
  • ბიზნესის განვითარება და მართვა
  • პროფესიული ტრენინგი: ჰარვარდის ბიზნეს სკოლა და ჰარვარდის ჯონ კენედის სახელობის სკოლა

 

 

სოსო ფხაკაძე ვისოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2000 წელს. მან დააარსა და განავითარა დასავლური ტიპის ავტოგასამართი სადგურების ქსელი შ.პ.ს. კანარგო სტანდარტ ოილ პროდუქტის ბრენდის ქვეშ, რომელიც რებრენდინგის შემდგომ ვისოლის სახელით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. სოსო ფხაკაძე გახლდათ საქართველოს ფინანსური ბაზრების ასოციაციის პრეზიდენტი. 1993-2000 წლებში სოსო ფხაკაძე მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი დილერისა და სავალუტო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

 

2009 წლიდან სოსო ფხაკაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ასოციაცია კერძო სექტორის ინტერესების დამცველ ერთ-ერთ უმსხვილეს არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოში.

 

განათლება

 

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება/ მაგისტრის ხარისხი

 

ჰარვარდის უნივერსიტეტი
კემბრიჯი, აშშ

 

ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლა 
სახელმწიფო პოლიტიკა და ადმინისტრირება
მაგისტრის ხარისხი
 
 

ჰარვარდის ბიზნეს სკოლა
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, დიპლომატიის სკოლა ვაშინგტონი, აშშ ეკონომიკის მაგისტრი
 
 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
იურიდიული ფაკულტეტი - იურისტი
 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასპირანტურა - ეკონომიკის მაგისტრი’99
 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მაკროეკონომიკა’93 
ბაკალავრი
 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბიზნესის უმაღლესი სკოლა
ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი’93 
ბაკალავრი